Loading data...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია სირიაში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია სირიის დედაქალაქ დამასკოში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია სირიაში დამასკოს 62-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. 

გამოფენა 27 აგვისტოს გაიხსნება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „დელეგაციას“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი ხელმძღვანელობს, მის შემადგენლობაში კი „ეკონომიკის მინისტრი“ თეიმურაზ მიქვაბია, „კულტურის მინისტრი“ დაურ კოვე და სხვა პირები შედიან.

ამავე ინფორმაციით, „დელეგაცია“ დამასკოში სირიის მთავრობისა და პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მიწვევით ჩავიდა.