1732018511
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
კენჭისყრაში 31-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, 28-მ ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა.
ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ახლა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. რაც შეეხება ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მას ე.წ. პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვალერი ბგანბა შეასრულებს.
ცნობისთვის, სოხუმში გამართული პროტესტების შემდეგ, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი 19 ნოემბრამდე ე.წ. პარლამენტის და „პრეზიდენტის“ რეზიდენციები უნდა დატოვონ.