Loading data...
ოკუპირებული აფხაზეთიდან დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ სასმელი წყალი გააგზავნეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ 20 ტონა სასმელი წყალი გააგზავნა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ეს ტვირთი უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში სოხუმის დე ფაქტო ლიდერის, ბადრა გუნბას დავალებით იგზავნება. კოლონა, რომელშიც ბოთლებში 20 ტონა სასმელი წყალი იყო ჩატვირთული, სოხუმის ცენტრიდან დაიძრა.

როგორც ღონისძიებაზე მყოფმა სოხუმის ე.წ. ვიცე-პრემიერმა რობერტ კიუტმა განაცხადა, „რუსეთსა და აფხაზეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს“ და ეს მისიაც ამ ურთიერთობების ფარგლებში განხორციელდა.

ბოლო კვირებში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში სასმელი წყლის სერიოზული პრობლემა დაფიქსირდა. წყლის პრობლემა 100 ათასზე მეტ ადამიანს შეექმნა.