Loading data...
ოკუპირებულ აფხაზეთში ციხიდან პატიმრები გაიქცნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში წინასწარი დაკავების საკნიდან სამმა პატიმარმა გაქცევა მოახერხა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულებმა გაქცევა მაშინ მოახერხეს, როდესაც ისინი გაგრის რაიონიდან დრანდის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ.

გაქცეულები არიან დიმიტრი ბარციცი, ალექსანდრე აკოფიანი და სერგეი კიმი.

მოგვიანებით ე.წ. პოლიციამ ბარციცი და აკოფიანი დააკავა, ხოლო კიმი კვლავ მიმალვაში იმყოფება. ის  ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შენახვისა და გასაღებაშია ბრალდებული.