1728909521
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში 14-18 ოქტომბერს სამხედრო წვრთნები იმართება. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
სამეთაურო-საშტაბო წვრთნებში ე.წ. შეიარაღებული ძალების ყველა სახეობა მიიღებს მონაწილეობას. მანევრების მიზანია - სამხედრო ძალების უნარების ამაღლება და ურთიერთქმედების გაუმჯობესება. ე.წ. შეიარაღებული ძალების გარდა წვრთნებში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ძალოვანი უწყებების სპეცდანიშნულების ძალები და რეზერვისტები მიიღებენ მონაწილეობას.
წვრთნების დროს ამოცანათა კომპლექსი იქნება შესრულებული, მათ შორის სამობილიზაციო მზადყოფნა, საბრძოლო უნარები, საბრძოლო მოქმედებების მომზადება და მიმდინარეობა, მათი უზრუნველყოფა, ასევე შეიარაღებული ძალების მართვა.
წვრთნები ოკუპირებული აფხაზეთის ყველა პოლიგონზე და სხვა ადგილებში ჩატარდება.