Loading data...
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, ემზარ ბაღიშვილი დააკავეს, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ბაღიშვილი ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოკუმში დააკავეს, ის ეჭვმიტანილია „საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემაში“. საუბარია აფხაზეთში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაზე და სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის გადაადგილებაზე.

ბაღიშვილის მხრიდან ჯაშუშობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სოხუმის დე ფაქტო მთავრობას არ წარმოუდგენია. ბაღიშვილი 1968 წელს არის დაბადებული და მას ოკუპირებულ აფხაზეთში ბინადრობის ცნობა ჰქონდა.