1752152767
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო იმყოფება

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო იმყოფება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
კირიენკო უკვე შეხვდა სოხუმის დე ფაქტო ლიდერს ბადრა გუნბას. საუბარი შეეხო „რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების საკვანძო მიმართულებებს“.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის საკითხებს. როგორც სოხუმის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურში იუწყებიან, საუბარი შეეხო „ელექტროქსელებში დენის დაკარგვას, რაც რუსეთის მაჩვენებლებს რამდენჯერმე აღემატება“.
სერგეი კირიენკო კრემლში აფხაზეთის მიმართულებას კურირებს. წელს ის სოხუმში მეოთხედ იმყოფება.