1732784956
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის რიგგარეშე „არჩევნები“ 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა, „არჩევნები“ 3-თვიან ვადაში უნდა გაიმართოს. ბჟანია მას შემდეგ გადადგა, რაც 15 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები სოხუმში მის რეზიდენციაში და ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და განაცხადეს, რომ ე.წ. პრეზიდენტი დაამხეს.
თავად ბჟანიამ გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ ის ან მისი გუნდის წარმომადგენელი რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.