Loading data...
ოკუპანტებმა ოჩერეტინოში თავდაცვის ხაზი გაარღვიეს და იქ გამაგრდნენ - უკრაინული მხარე

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელ ოჩერეტინოში თავდაცვის ხაზი გაარღვიეს და იქ ფეხის მოკიდება მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული და სტრატეგიული ჯგუფის, „ხორტიცას“ სპიკერი ნაზარ ვოლოშინი ავრცელებს. 

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლები გრძელდება.

„მტერმა შეძლო გარღვევა და ამ დასახლებული პუნქტის გარკვეულ მონაკვეთზე ფეხი მოიკიდა. ახლა, დასახლებული პუნქტის ნაწილი, სადაც მოწინააღმდეგე იმყოფება, ჩვენს საცეცხლე კონტროლზე იმყოფება. ყველანაირ ზომას მივმართავთ, რომ მტერი იქიდან განვდევნოთ. მძიმე ბრძოლები გრძელდება. სიტუაცია თავდაცვის ძალების დანაყოფების კონტროლს ექვემდებარება“, - აცხადებს ნაზარ ვოლოშინი. 

მისივე ცნობით, ოჩერეტინოს რაიონში ტაქტიკური წარმატების მისაღწევად მტერს ამ მიმართულებით რუსეთის შეიარაღებული ძალების ოთხი ბრიგადა ჰყავს კონცენტრირებული.