Loading data...
ოკუპანტებმა ხარკოვში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს, დაიწვა 3 სახლი, არიან დაშავებულები - სინეგუბოვი

ხარკოვში რუსული დაბომბვის შედეგად 3 კერძო საცხოვრებელი დაიწვა, 12 სახლი კი დაზიანდა, დაშავდა ქალი და ბავშვი. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ში განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.

დამპყრობლებმა ხარკოვზე იერიში ადგილობრივი დროით დილის 3:20 საათზე მიიტანეს. 

„ხანძარი სამ კერძო სახლში გაჩნდა. მანამდე 12 კერძო საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, დაშავდა ორი ადამიანი: 11 წლის ბავშვი და 72 წლის ქალი. ეს არის სტრესზე მწვავე რეაქცია“, - წერს სინეგუბოვი. 

მისივე თქმით, ოკუპანტების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დასახლებული ტერიტორიები იყო. 

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს.