Loading data...
ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ დერჰაჩს მართვადი ავიაბომბით დაარტყეს. წინასწარი ინფორმაციით, 7 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 ბავშვია. 

„ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ დერჰაჩში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

ამ დროისთვის შვიდი ადამიანი დაშავდა, მათგან ექვსი ბავშვია. ორ ბავშვს კიდურების არეში მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ოთხმა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - განაცხადა ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ სინეგუბოვმა.

საჰაერო ძალების ცნობით, ხარკოვის ოლქში თავდასხმის განმეორებითი საფრთხე ისევ არსებობს. 

სინეგუბოვმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, განგაშის დასრულებამდე თავშესაფრები არ დატოვონ.