ოკუპანტები ცდილობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზების გარღვევას - უკრაინის გენშტაბი
21 იანვარს ფრონტზე 121 საბრძოლო შეტაკება მოხდა. პოკროვსკი ყველაზე რთულ მიმართულებად რჩება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ, სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ დაარტყა პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის თექვსმეტ ადგილს, ორ საკონტროლო პუნქტს, ოთხ საწყობს, ორ საარტილერიო ობიექტს და მოწინააღმდეგის კიდევ ერთი მნიშვნელოვან ობიექტს.
„პოკროვსკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა შეაჩერეს აგრესორის 61 თავდასხმა. რუსეთი აგრძელებს წინსვლას ფრონტზე და ზეწოლას რამდენიმე მიმართულებით. რუსები კონცენტრირებულნი არიან პოკროვსკის რეგიონში, სადაც ბრძოლების უმეტესობა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ჩასივ-იარში, ტორეცკში და ველიკაია-ნოვოსელკას მახლობლად. ამ დასახლებულ პუნქტთან ბოლო დროს რუსები გააქტიურდნენ.
აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს კურსკის რაიონშიც - რუსები ცდილობენ უკრაინული ძალების განდევნას“, - აცხადებენ გენშტაბში.