Loading data...
ოკუპანტები დონბასის შვიდ დასახლებულ პუნქტთან დაწინაურდნენ - DeepState

რუსი ოკუპანტები წინ მიიწევენ პროგრესის, ვლადიმირივკას, კარლივკას, კრასნოგორივკას, ნიუ-იორკის, ჩასოვ იარის და მაკიივკას მახლობლად. ამის შესახებ უკრაინული მედია DeepState-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იუწყება.

კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ჩასოვ იარში მდებარე კანალის მიკრორაიონი აიღეს, რომელიც, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მედიის ცნობით, წინა დღით უკრაინის კონტროლის ქვეშ მოექცა.

„9 ივნისს ქალაქში მტერი არ იყო, 27 ივნისს ქალაქიდან ყველა ოკუპანტი გააძევეს, უკვე დღეს რუსებმა მთლიანად დანგრეული კანალის მიკრორაიონი დაიკავეს. სამწუხაროდ, შეცდომები გადასახდელია - ადამიანებითა და ტერიტორიით. თუ გაგრძელდება ისე, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაშინ სიტუაცია კატასტროფის ზღვარზე იქნება. არსებობს ქვედანაყოფები და ბრიგადები, რომლებისგანაც მაგალითის აღება ღირს და არის ქვედანაყოფები, რომლებიც ვიღაცის კარიერული ნაბიჯი ხდება, სადაც ვიღაც გენერალმა უნდა დაადგას ფეხი“, - აღნიშნავენ DeepState-ის ანალიტიკოსები.

მათ ასევე დაამატეს, რომ ახლა უკრაინული მხარის მთავარ ტაქტიკურ შეცდომებად რჩება პოზიციების აღდგენის მცდელობები, როცა ამას აზრი არ აქვს, და თავდაცვა არახელსაყრელ საზღვრებში, ზოგჯერ კი გარემოცვაში.