Loading data...
„ოკუპანტები აქტიურად იყენებენ ავიაციას“ - გენერალურ შტაბში ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს

26 დეკემბერს ფრონტზე 114 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ავიაციის, კერძოდ, საზენიტო რაკეტების აქტიურ გამოყენებას, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის განცხადებით, ოკუპანტები არ წყვეტენ უკრაინის ტერიტორიაზე არტილერიისა და ავიაციის გამოყენებას.

ხარკოვის მიმართულებით ორი საბრძოლო შეტაკება მოხდა ვოვჩანსკის და სტარიცას რაიონებში. დამპყრობლების ექვსი თავდასხმა მოიგერიეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა კუპიანსკის მიმართულებით, შეტაკება ჯერ კიდევ გრძელდება.

ლიმანის მიმართულებით, დამპყრობელი უტევს. დღის დასაწყისიდან ამ მიმართულებით 18 შეტაკება მოხდა, ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.

სივერსკის მიმართულებით ოკუპანტებმა სამჯერ შეუტიეს ბილოგორივკას მიდამოში, უკრაინის დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს ყველა შეტევა.

ტორეცკის მიმართულებით აგრესორმა რვაჯერ შეუტია უკრაინული ჯარების პოზიციებს, შეტაკება ჯერ კიდევ გრძელდება.

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს პოკროვსკის მიმართულებით. უკრაინელებმ 21 თავდასხმა უკვე მოიგერიეს.

კურახოვოს მიმართულებით 17 შეტაკება მოხდა. თავდასხმა უკვე მოიგერიეს უკრაინის დამცველებმა.

დნეპრის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლის ერთი შეტევა.

ათი შეტაკება მოხდა კურსკის მიმართულებით, აგრესორმა ჩამოაგდო ცხრა საჰაერო ბომბი დასახლებულ პუნქტებსა და უკრაინის დამცველების პოზიციებზე“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.