1728975810
კონფლიქტები
ნიკოლაევზე სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა
რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ნიკოლაევზე. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, 16 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
მისი თქმით, ქალაქზე შეტევა ადგილობრივი დროით 02:30 საათზე დაიწყო და მტერმა წინასწარი ცნობით, С-300-ის ტიპის რაკეტები გამოიყენა.
შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, სარესტორნო კომპლექსი, სავაჭრო პავილიონები, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.
„გაჩნდა ხანძრები. შეტევის შედეგად, დაიღუპა ქალი, დაზიანებები კი მიიღო 16-მა ადამიანმა“, - აცხადებს კიმი.
არსებული ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა 77 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.