Loading data...
მოწინააღმდეგე აქტიურად უტევს რამდენიმე მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი

გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 151 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტები უმეტესად პოკროვსკის, ლიმანის და კურახოვოს მიმართულებებს უტევენ, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

საავიაციო ძალებმა და თავდაცვის ძალების არტილერიამ დაარტყა ორ საარტილერიო სისტემას, ბუკის საზენიტო სარაკეტო კომპლექს და პერსონალის 22 კონცენტრაციის ზონას.

საერთო ჯამში, რუსი დამპყრობლების ჯამურმა დანაკარგებმა გასულ დღეს 1 150 ჯარისკაცი შეადგინა. ასევე, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 2 ტანკი, 16 ჯავშანტექნიკა, 40 საარტილერიო სისტემა, 1 საჰაერო თავდაცვის მანქანა, 53 უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი საკრუიზო რაკეტა, 50 მანქანა და 16 ერთეული სპეცტექნიკა“, - აცხადებენ გენშტაბში.