მოგადიშოში თვითმკვლელმა ტერორისტმა, სულ მცირე, 10 ადამიანი იმსხვერპლა

თავდასხმა პოლკოვნიკ აბდირაჰმან ჰუჯაალეს მკვლელობას მოჰყვა, რის შემდეგაც ადგილობრივ მედიაში გაჩნდა ცნობები, ტერორისტული დაჯგუფების „ალ შაბაბის“ მთავრობაში შეღწევის შესახებ. ინფორმაციას NBC News გვამცნობს.
თვითმხილველების თქმით, სომალის დედაქალაქში, სამხედრო ბაზაზე ახალგაზრდა ახალწვეულების რიგში აფეთქება მოხდა, რასაც, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ახალწვეულები ბაზასთან ახლოს, კარიბჭესთან იდგნენ, როდესაც თავდამსხმელმა ასაფეთქებელი ნივთიერება ააფეთქა.
სამხედრო საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის თქმით, აფეთქების შედეგად, კლინიკაში 30 დაშავებული გადაიყვანეს, 6 მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია. კომენტარს არც მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ.
სამთავრობო ძალებმა სწრაფად გადაკეტეს მთელი ტერიტორია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია და მთავრობის წარმომადგენლებთან კომენტარისთვის დაკავშირება ვერ მოხერხდა.
თავდასხმა 2023 წელს მომხდარ მსგავს ინციდენტს წააგავდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა 25 ჯარისკაცი იმსხვერპლა ჯალე სიადის ბაზაზე, რომელიც დამანიოს ობიექტის მოპირდაპირედ მდებარეობს.
კვირას მომხდარი თავდასხმა შაბათს ჰიირანის რეგიონში 26-ე ბატალიონის მეთაურის, პოლკოვნიკ აბდირაჰმაან ჰუჯაალეს მკვლელობას მოჰყვა, რასაც ადგილობრივი ცნობები მოჰყვა „ალ-შაბააბის“ მებრძოლების მთავრობასა და უსაფრთხოების ძალებში შეღწევის შესახებ. „ალ შაბაბის“ მებრძოლებმა მთავრობისა და უსაფრთხოების ძალებში შეღწევა სცადეს.