1785395876
კონფლიქტები
მიუსერაში სტალინის და გორბაჩოვის აგარაკებთან გზა ჩაინგრა
ძლიერი წვიმების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გზა ჩაინგრა, რომელიც დასახლება ბლობირხუას მიუსერაში საბჭოთა ლიდერების, სტალინისა და გორბაჩოვის აგარაკებთან აკავშირებდა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
როგორც სოფელ ბლაბირხუას ადმინისტრაციის უფროსმა, ილარიონ აბიჯბამ განაცხადა, გზის საფარი დაახლოებით 25 მეტრის სიგრძეზე დაზიანდა.
გუდაუთის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციამ უკვე მიმართა ე.წ. პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ დელბას, რათა ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს.