1788253188
კონფლიქტები
მიწისქვეშა ატმოსფეროს შემსწავლელი სადგურები აფხაზეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში დააყენეს
ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე კრუბერის გამოქვაბულში მიწისქვეშა ატმოსფეროს შემსწავლელი სპეციალური სადგურები დამონტაჟდა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
ამ ეტაპზე დამონტაჟებულია სამი სადგური, ხოლო საბოლოოდ 7 ასეთი სადგურის მონტაჟი უნდა განხორციელდეს.
„კრუბერის გამოქვაბულში დამონტაჟებული ყველა ხელსაწყო მუშაობს. უკვე დავადგინეთ, რომ 1,4 ათასი მეტრის სიღრმეში ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაციაა. ეს საინტერესო ფაქტია, საიდან ჩნდება იქ ნახშირორჟანგი. მუშაობას გავაგრძელებთ და ამას დავადგენთ“, - განაცხადა ექსპედიციის ხელმძღვანელმა გენადი სამოხინმა.
ოთხი დარჩენილი სადგურის დამონტაჟება 2027 წელს იგეგმება. კრუბერის გამოქვაბულის სიღრმე 2024 მეტრს შეადგენს.