Loading data...
მძიმე ვითარება კურახოვოს მიმართულებით და 79 საბრძოლო შეტაკება ფრონტზე - უკრაინის გენშტაბი

დღის დასაწყისიდან, 4 ოქტომბრიდან, ფრონტზე 79 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე ცხელი ახლა კურახოვოს, კუპიანსკისა და პოკროვსკის მიმართულებებია, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა ავიადარტყმები სუმის რაიონის საზღვარზე განახორციელეს. კურსკის ოლქის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს ათი ავიაიერიში, ჩამოაგდეს 20 საჰაერო ბომბი.

ხარკოვის მიმართულებით, დღის დასაწყისიდან სამი შეტაკება მოხდა, რომელთაგან ორი ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად, ოკუპანტებმა ორი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს ვოვჩანსკის რაიონში.

კუპიანსკის მიმართულებით რუსულმა ჯარებმა 11-ჯერ სცადეს უკრაინულ პოზიციებზე შტურმი.

ლიმანის მიმართულებით დღის დასაწყისიდან ამ მიმართულებით უკვე რვა შეტაკება მოხდა, ორი კვლავ გრძელდება. მოწინააღმდეგემ საჰაერო დარტყმები განახორციელა საზენიტო რაკეტებით.

აგრესორი არ წყვეტს მცდელობას, გაარღვიოს უკრაინული ჯარების დაცვა სივერსკის მიმართულებით, თუმცა, იღებს ღირსეულ უკუპასუხს უკრაინელი დამცველებისგან.

კრამატორსკის მიმართულებით, დღის დასაწყისიდან, რუსულმა ჯარებმა ექვსჯერ სცადეს უკრაინული შენაერთების განდევნა მათი ოკუპირებული პოზიციებიდან.

ტორეცკის მიმართულებით დამპყრობელმა რვაჯერ შეუტია უკრაინული ჯარების პოზიციებს. ამჟამად ტორეცკისა და შჩერბინივკას მახლობლად შეტაკება მიმდინარეობს.

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს პოკროვსკის მიმართულებით. ამ დროისთვის ოკუპანტმა უკრაინულ პოზიციებზე შვიდი თავდასხმა განახორციელა. ბრძოლები ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს. 

მძიმე ვითარებაა კურახოვოს მიმართულებით, სადაც აგრესორმა დღის დასაწყისიდან 16-ჯერ შეუტია უკრაინულ ქვედანაყოფებს. ცდილობდა წინსვლას, შეტაკება გრძელდება.

ორეხოვოს მიმართულებით, ოკუპანტებმა ოთხჯერ სცადეს წინსვლა, მაგრამ უკრაინელებმა ძლიერად მოიგერიეს შეტევა, ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.