1789207943
კონფლიქტები
მარატ კამბოლოვი ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დე ფაქტო საზღვრის გახსნას მხარს არ უჭერს
ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა მარატ კამბოლოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონის გავლით ტრანზიტის გახსნას ის მხარს არ უჭერს. ეს შეკითხვა მას ჩრდილოეთ ოსეთში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე დაუსვეს. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
„პირდაპირ გეტყვით - სამხრეთ ოსეთი დღეს ამისთვის მზად არ არის, არც მორალურად, არც ნორმატიულად. ჩვენთვის უმთავრესია უსაფრთხოების საკითხები. ნებისმიერ გადაწყვეტილებას საიმედო გარანტიები სჭირდება“, - დაწერა კამბოლოვმა „ტელეგრამში“.
მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური სარგებელი ადამიანების უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება.