Loading data...
ლავროვი: ზელენსკის საომარ მოქმედებებში ნატოს ქვეყნების უშუალო ჩართვა სურს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, ნატოს ქვეყნები უშუალოდ ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერს რუსული მედია

„ზელენსკი ასევე აკეთებს ყველაფერს, რათა პროვოცირება გაუწიოს ნატოს ქვეყნების საომარ მოქმედებებში  ჩართვას. შემდეგ ის უბრალოდ განზე გადგება და დააკვირდება იმას, რაც, მისი აზრით, გადაარჩენს“, - განაცხადა ლავროვმა და ლიბანში ისრაელის ხელისუფლების ქმედებებსა და კიევის ქმედებებს შორის პარალელი გაავლო.