Loading data...
ლავროვი: რუსეთი მზადაა საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუწყოს

რუსეთი მზადაა საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუწყოს, თუ მხარეები ამით დაინტერესდებიან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, წერს რუსული მედია

„თუ მხარეები დაინტერესდებიან, ჩვენ მზად ვიქნებით დასახმარებლად“, - განაცხადა მან გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საკითხი, თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს შერიგება, თავად ჩართულმა მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ.

ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა გულწრფელად აფასებს ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ თბილისის აგრესიის წარსულსა და გარემოებებს.