Loading data...
„ქურთები ირანს არ შეუტევენ“ - ირანის ქურთისტანი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ირანის ქურთისტანის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა ტელეკომპანია Rudaw-თან საუბარში უარყო ისრაელისა და ამერიკის მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობები ირანზე ქურთული ძალების შეტევის შესახებ.

ქურთული ტელეარხი Rudaw, ირანის ქურთისტანის ერთ-ერთი პარტიის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას ისლამურ რესპუბლიკაზე ქურთული შენაერთების იერიშის თაობაზე.

„მაშინ, როდესაც ამერიკული და ისრაელის მედიასაშუალებების უმეტესობა ამტკიცებს, რომ ქურთული ძალები ირანისა და აღმოსავლეთ ქურთისტანის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, აღმოსავლეთ ქურთისტანის ერთ-ერთი პარტიის მაღალჩინოსანმა Rudaw-თან კომენტარში ეს ცნობა უარყო“, - ნათქვამია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მოგვიანებით, ტელეარხმა „ირანის ქურთისტანის რევოლუციური მშრომელთა საზოგადოების“ წყაროზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ ირანზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.