კურშჩინაში რთული ვითარებაა - DeepState-ის ანალიტიკოსები

კურსკის რეგიონში დღეის მდგომარეობით მძიმე ვითარებაა. რუსეთმა იქ 40 000-დან 50 000-მდე ჯარისკაცი და უამრავი ტექნიკა გადაიყვანა. ახლა მოწინააღმდეგემ ეს რეზერვები ბრძოლაში გაგზავნა, - ამის შესახებ უკრაინული მედია Deep State-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს. 

მათი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურშჩინაში გარკვეულ სამუშაოებს ახორციელებენ. რუსების დიდი ძალების მიუხედავად, უკრაინელი ჯარისკაცები ოკუპანტს ანადგურებენ.

„ბიჭები ვაჟკაცურად იბრძვიან ბოლომდე. შეტევების რაოდენობის შეკავება დიდ რესურსს მოითხოვს“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

მათივე ცნობით,  უმძიმესი ბრძოლა ახლა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიების დასავლეთ ფლანგზე მიმდინარეობს. თუმცა ცვლილებებია აღმოსავლეთ ნაწილშიც. დასავლეთში ოკუპნტმა დაიწყო აქტიური ზეწოლა. გარდა ამისა, რუსების აქტიური მოძრაობა შეინიშნება ნოვოივანივკას მიდამოებში. ბევრ რაიონში უკრაინელ ჯარისკაცებს აკლიათ  საბრძოლო აღჭურვილობა.