Loading data...
„კრიტიკული ეტაპი - 2 თვეში“ - პავლიუკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრიორიტეტი დედაქალაქის დაცვა იქნება

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე პავლიუკმა უკრაინაში ომის კრიტიკული ეტაპის დაწყება იწინასწარმეტყველა, - ამის შესახებ მან The Economist-ს განუცხადა.

მისი თქმით, ის უახლოეს 2 თვეში დაიწყება.

პავლიუკმა განმარტა, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში კიევის დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება.

„ეს არის უკრაინის გული და ჩვენ ვიცით, რა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დედაქალაქის დაცვა მომავალში... რუსეთმა იცის, რომ თუ ჩვენ მივიღებთ საკმარის იარაღს ერთ-ორ თვეში, სიტუაცია შეიძლება მათ წინააღმდეგ დატრიალდეს“, - განაცხადა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.