Loading data...
კიევში სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

კიევში რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 41 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი პოლკო ავრცელებს. 

უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ორი დაღუპულია ბავშვთა საავადმყოფო „Охматдет“-ში, რომელსაც რაკეტა მოხვდა. არსებული ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ექიმია, მეორე კი ზრდასრული პირი. 

როგორც ვიტალი კლიჩკო აღნიშნავს, საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის შედეგად, დაშავებულია 16 ადამიანი, მათგან 7- ბავშვი.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა კიევის 7 რაიონს შეუტიეს.