Loading data...
ხარკოვზე შეტევას მსხვერპლი მოჰყვა

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე შეტევა მიიტანეს. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია 2 დაღუპულისა და 6 დაშავებულის შესახებ.

მისი თქმით, აფეთქებებმა სამოქალაქო ობიექტები დააზიანა.

„წინასწარი ინფორმაციით, მოხდა ორი აფეთქება - კიევის და ხოლოდნოგორსკის რაიონებში არსებულ სამოქალაქო ობიექტებზე. კიევის რაიონში, ისევე როგორც გუშინ, საცხოვრებელი ნაგებობა დაზიანდა. დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მისივე თქმით, ქალაქში კვლავ რჩება მართვადი საჰაერო ბომბების განმეორებითი გაშვების საფრთხე კვლავ რჩება.