კელოგი აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე: 28-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება კარგი გეგმაა
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა განაცხადა, რომ დადებითად აფასებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების სამშვიდობო გეგმას. იუწყება Fox News.
კელოგი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომს დაასრულებს.
კელოგმა, ასევე, განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს „სამშვიდობო გეგმა“ კარგია.
„ეს კარგი გეგმაა, უბრალოდ არის საკითხები, რომლებიც უკეთ უნდა იყოს გაწერილი და ახსნილი. 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს და მადლიერების დღის კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რათა საბოლოო შედეგს მივაღწიოთ. მჯერა, რომ ამის მიღწევის შანსი გვაქვს“, - აღნიშნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები შეთანხმების მთავარი გარანტორი უნდა იყოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბუდაპეშტის მემორანდუმისა და მინსკის შეთანხმებების შეცდომები. ევროპამაც უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა.
კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინის წარმომადგენლები „ენდობიან ამერიკელებს“ და რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, ვაშინგტონში ჩავიდეს თეთრი სახლის გეგმის მხარდასაჭერად.