კამბოლოვი სანკტ-პეტერბურგში კოსტა ხეთაგუროვის მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა
ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი მარატ კამბოლოვი სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორთან ალექსანდრე ბეგლოვთან შეხვედრაზე სანკტ-პეტერბურგში ცნობილი ოსი პოეტის, კოსტა ხეთაგუროვის მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ‘
როგორც კამბოლოვმა „ტელეგრამში“ დაწერა, მუზეუმში შეიძლება იყოს წარმოდგენილი ხეთაგუროვის პირადი ნივთები, ასევე ლიტერატურული და მხატვრული მემკვიდრეობა.
„კოსტა ხეთაგუროვი ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე პოეტი. ის არის თანამედროვე ოსური ლიტერატურის დამფუძნებელი, მხატვარი და განმანათლებელი, ის ოსი ხალხის ხმა გახდა. კოსტა ხეთაგუროვის ცხოვრების დიდი ნაწილი სანკტ-პეტერბურგს უკავშირდება. იქ ის იმპერატორის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, სწავლობდა ფერწერას და ლიტერატურულ შემოქმედებას განაგრძობდა“, - წერს კამბოლოვი.
კამბოლოვი ამბობს, რომ კოსტა ხეთაგუროვის მუზეუმი უნდა გახდეს მიზიდულობის ადგილი ყველასთვის, ვისაც კავკასიის ისტორია და კულტურა აინტერესებს.