„ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება“ - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უარყვეს რუსეთის ბრალდებები როდინსკეს სრული კონტროლის შესახებ
დონეცკის ოლქის ქალაქ როდინსკეში სასტიკი ბრძოლები გრძელდება . თუმცა, მოწინააღმდეგის განცხადებები, რომ რუსები ქალაქს სრულად აკონტროლებენ, რეალობას არ შეესაბამება, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „აღმოსავლეთი“ იტყობინება.
„როდინსკეში ვითარება რთულია, ბრძოლა გრძელდება. მოწინააღმდეგემ სცადა დასაყრდენის მოპოვება როგორც ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე რკინიგზის გასწვრივ, ასევე, დასავლეთ რაიონებში. ინფორმაცია მოწინააღმდეგის მიერ ქალაქის სრული კონტროლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია ანგარიშში.
ოპერატიულმა სარდლობამ „აღმოსავლეთმა“ განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები აგრძელებენ პოზიციების შენარჩუნებას და დამპყრობლების შეტევის შეკავებას. ბოლო დღის განმავლობაში, ოპერატიული სარდლობა „აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის არეალში სულ მტრის 86 თავდასხმის შემთხვევა მოიგერიეს.
ოპერატიულმა სარდლობა „აღმოსავლეთმა“, ასევე, განაცხადა, რომ ამჟამად ყველაზე აქტიური ბრძოლები პოკროვს-მირნოგრადის აგლომერაციის ზონაში მიმდინარეობს. კერძოდ, პოკროვსკის მიმართულებით რუსული ძალების შეტევა შეაჩერეს. გარდა ამისა, უკრაინული ჯარები აკონტროლებენ პოკროვსკის ჩრდილოეთ ნაწილს.
„მოწინააღმდეგის წინსვლა ქალაქის ცენტრალურ რაიონებშია დაბლოკილი“, - დასძინა ოპერატიულმა სარდლობამ „აღმოსავლეთმა“.
„მირნოგრადში უკრაინული დანაყოფები თავდაცვით ხაზებს იკავებენ და ქალაქის მისადგომებთან მოწინააღმდეგეს ანადგურებენ. აგრესორის შესაკავებლად, ქალაქის თავდაცვითი ნაგებობები დამატებითი ძალებითა და საშუალებებით შეივსო. ლოჯისტიკა კვლავ რთული რჩება. მომარაგების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მირნოგრადში ლოგისტიკური დერეფნების გაფართოებისთვის ზომებს იღებენ“, - განაცხადა ოპერატიულმა სარდლობა „აღმოსავლეთში“.