ISW: უკრაინის არმიამ წარმატებას მიაღწია კუპიანსკის და პოკროვსკის მიმართულებით
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინულმა ჯარებმა ბოლო დროს კუპიანსკსა და პოკროვსკის მიმართულებით წინსვლა განახორციელეს.
როგორც მედია წერს, ისინი ამ დასკვნებამდე ბოლოდროინდელი გეოლოკაციის ვიდეოების ანალიზის შემდეგ მივიდნენ. მათი თქმით, 15 იანვარს გამოქვეყნებული კადრები აჩვენებს, რომ უკრაინული ჯარები ცოტა ხნის წინ ხარკოვის რეგიონში, კუპიანსკის ჩრდილოეთით დაიძრნენ.
მათ, ასევე, განაცხადეს, რომ 16 და 17 იანვარს რუსეთის ძალები თავს დაესხნენ თავად კუპიანსკს.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები 17 იანვრის გეოლოკაციის ვიდეოებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის ოლქში, სვიტლიეს ჩრდილო-დასავლეთით (პოკროვსკის აღმოსავლეთით) წინ წავიდნენ.
მათი მონაცემებით, 16 და 17 იანვარს რუსეთის ჯარებმა შეუტიეს პოკროვსკის მიმდებარე ტერიტორიებს.
ISW-ის ცნობით, უკრაინული ჯარები ბოლო დროს წინ წავიდნენ ან სულ მცირე, პოზიციებს იკავებენ დობროპილიას ტაქტიკურ ზონაში - დოროჟნეს სამხრეთ-დასავლეთით.