Loading data...
„ისრაელთან ომის ახალ, ესკალაციურ ფაზაზე გადავდივართ“ - „ჰეზბოლა“

„ჰეზბოლას“ განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ ომის ახალ, ესკალაციურ ფაზას იწყებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჰაერო იერიშების დროს პირველად გამოიყენებენ მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებს.

„გადავდივართ ისრაელთან დაპირისპირების ახალ და ესკალაციურ ფაზაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ განცხადებას წინ უძღოდა „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.