Loading data...
ისრაელს ომი არ სურს, მაგრამ იცის, რა უნდა გააკეთოს, თუ „ჰეზბოლა“ ესკალაციას გადაწყვეტს - იოავ გალანტი

ისრაელს არ სურს ომი „ჰეზბოლასთან“, მაგრამ ამისთვის მზად არის და იცის, რა უნდა გააკეთოს, თუ ტერორისტული დაჯგუფება ესკალაციას გადაწყვეტს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა სამხედროებთან საუბრისას განაცხადა, წერს The Times Of Israel-ი. 

გალანტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ლიბანისთვის ორ „მნიშვნელოვან“ ალტერნატივას ავითარებს.

„[ჩვენ] ვამზადებთ სამხედრო ძალებს და ეს შეიძლება, სწრაფად მოხდეს. მეორე მხრივ, მზადდება პოლიტიკური ალტერნატივა, ის ყოველთვის უკეთესია. ჩვენ არ ვეძებთ ომს, მაგრამ მზად ვართ ამისთვის. თუ [„ჰეზბოლა“] ომს აირჩევს, ჩვენ გვეცოდინება, რა გავაკეთოთ. თუ ის შეთანხმებაზე წასვლას გადაწყვეტს, ჩვენ ამ საკითხზე რეაგირება გვექნება“, - განაცხადა გალანტმა.