Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალები ჯაბალიაში ჯარის რაოდენობას ზრდის - ოპერაცია ღაზას ქალაქის გარეუბანში გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, 401-ე ჯავშანტექნიკის ბრიგადის ჯარები, ბოლო დღეებში, ღაზას ჩრდილოეთით, ჯაბალიაში დაბრუნდნენ. ოპერაცია არმიის კონტროლის გაძლიერებისკენ მიმართული შეტევის ნაწილია. ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL იუწყება. 

სამხედროების განცხადებით, 162-ე დივიზიის ხელმძღვანელობით, ძალები ამ ტერიტორიაზე „ჰამასის“ შესაძლებლობების განადგურებაზე მუშაობენ, მათ შორის, გვირაბების დაზიანებაზე. 

„ჯარების აქტივობა სხვა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების გაფართოებას ხელს უწყობს და „ჰამასის“ ტერორისტების დაბრუნებას და მოქმედებას ხელს უშლის“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც მედია იუწყება, ისრაელის თავდაცვის ძალების მოქმედება ღაზას ქალაქზე მასშტაბური შეტევის დასაწყისია და მათ მთელი ქალაქის დაკავება სურთ.

აღმოჩნდა, რომ 2 სექტემბერს ათიათასობით რეზერვისტი გეგმავს საკუთარი მოვალეობის შესრულებას და შეტევისთვის ემზადება.