Loading data...
ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის განადგურებისკენ მიისწრაფვის და მას ებრაულად აქცევს

„ისრაელი ღაზის განადგურებისკენ მიისწრაფვის და მას ებრაულად აქცევს“, – ამის შესახებ ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრმა ამიხაი ელიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ღაზა ებრაული დასახლებებისთვის გათავისუფლდება, თუმცა ებრაული ქალაქები კანტონების შიგნით შემოღობილი არ იქნება.

ელიაჰუ, ასევე, უარყოფს, რომ ღაზას მოსახლეობას საკმარისი საკვები არ მიეწოდება და ამას ისრაელის წინააღმდეგ კამპანიას უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანა ომშია და ცდილობს „მონსტრების“ მოკვლას.

„ღმერთს მადლობა, ჩვენ ამ ბოროტებას ვანადგურებთ. ჩვენ ვუბიძგებთ ამ მოსახლეობას, რომელიც „მაინ კამპფზე“ იყო განათლებული. მთელი ღაზა ებრაელი იქნება, თუმცა ისრაელისადმი ერთგული არაბები შემწყნარებლები იქნებიან. ჩვენ რასისტები არ ვართ. ღაზაში შიმშილი არ არის, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიდარდოთ სექტორში შიმშილზე. დაე, მსოფლიომ იდარდოს ამაზე“, – აღნიშნა ამიხაი ელიაჰუმ.