Loading data...
ისრაელის ლიბანზე განახლებულმა თავდასხმებმა 110 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა - CNN

ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად, 110 ბავშვია დაღუპული. ინფორმაციას CNN იუწყება.

მედიის ცნობით, მათ შორის არის ოჯახი, რომელმაც ავიაიერიშის შედეგად, ხუთივე შვილი დაკარგა.

როგორც ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, ისინი სამხედრო ოპერაციას აწარმოებენ „ჰეზბოლას“ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც იერიშებს, საერთო ჯამში, ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.