ისრაელის ძალებმა ღაზას სექტორში 4 პალესტინელი მოკლეს
„26 აპრილის დილას, ღაზას სექტორში ისრაელის ძალებმა, სულ მცირე, 4 პალესტინელი მოკლეს“, - განცხადებას ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლები ავრცელებენ.
მედიაში გავრცელებული ცნობით, მსხვერპლი ისრაელის ძალების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ ღაზაში, ხალხის ჯგუფისთვის ცეცხლის გახსნას მოჰყვა. დაშავებულები შიფას საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი მათგანი მაშინვე დაიღუპა.
კიდევ ერთი მამაკაცი იპოვეს მოკლული ცენტრალურ ღაზაში, საქას მეჩეთის მახლობლად.
ისრაელის ძალების თავდასხმას შეეწირა 40 წლის ქალიც, ხან-იუნისის სამხრეთ ნაწილში.
მომხდარის შესახებ ისრაელი კომენტარს არ აკეთებს.
როგორც აღმოჩნდა, მკვლელობების სერია ღაზაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, ოქტომბერში დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ არ ყოფილა.
ცნობისთვის, ღაზას სექტორის ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, კონფლიქტს, სულ მცირე, 811 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის, 226 ბავშვი და 179 ქალია.