Loading data...
ისრაელის 7 მოქალაქე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ისრაელის7 მოქალაქე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ებრაული მედია საქმის პროკურორებზე დაყრდნობით ავრცელებს

პროკურორების თქმით, ბრალდებულებმა თეირანისთვის ასობით დავალება შეასრულეს. დაკავებულებს ედავებიან ისრაელის თავდაცვის ძალების ბაზებისა და ობიექტების ფოტოგადაღებასა და ინფორმაციის შეგროვებას. ეჭვმიტანილები არიან ხაიფას და ჩრდილოეთში მცხოვრები ებრაელები და მათ შორისაა ჯარისკაცი, რომელმაც სამხედრო სამსახური მიატოვა, ასევე ორი არასრულწლოვანი. 

მედიის ცნობით, ბრალდებულებს ბრალად ედებათ IDF-ის ბაზებსა და ობიექტებზე ინფორმაციის გადაღება და შეგროვება.

პროკურორები აცხადებენ, რომ პოლიციამ და შინ ბეტის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბრალდებულები ასრულებდნენ სხვადასხვა დავალებებს ირანის სადაზვერვო სააგენტოებისთვის და კონტაქტში იყვნენ ირანელ აგენტებთან.

პროკურორების ინფორმაციით, ზოგიერთი ბრალდებული ირანის სასარგებლოდ ორი წლის განმავლობაში ჯაშუშობდა, ხოლო ყველა მათგანი ომის დაწყების შემდეგ ახორციელებდა სადაზვერვო საქმიანობას.

სახელმწიფო პროკურატურა აცხადებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საქმე, რომელიც ბოლო წლებში გამოიძია.