1750423288
კონფლიქტები
ირანული დრონების ჩამოსაგდებად ისრაელმა ახალი გამანადგურებელი სისტემა გამოიყენა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანული დრონების გასანეიტრალებლად დღეს, 20 ივნისს ახალი გამანადგურებელი სისტემა გამოიყენეს. ინფორმაციაზე THE TIMES OF ISRAEL წერს.
როგორც აღმოჩნდა, ახალი სისტემა ისრაელელმა სამხედროებმა პირველად გამოცადეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით დღეს გაშვებული 5 დრონიდან ერთ-ერთი ხმელეთზე განლაგებული Barak სისტემის მიერ იქნა ჩამოგდებული.
„ჯერჯერობით უცნობია, სისტემის რომელი ვერსია გამოიყენეს სამხედროებმა, თუმცა, ფაქტია, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა“, - აღნიშნულია მედიაში.