1774115935
კონფლიქტები
ირანმა ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) აცხადებს, რომ ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე სამხედრო ბაზებს თავს დაესხა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აღნიშნულ სამხედრო ბაზებს ირანის წინააღმდეგ აშშ და ისრაელი იყენებენ.
გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაური ალირეზა ტანგსირი აცხადებს, რომ მათ დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტებითა და თვითმკვლელი დრონებით დაარტყეს ალ-მინჰადისა და ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზებს.
მისივე თქმით, ეს ბაზები ირანის წინააღმდეგ „აგრესიის სათავე“ იყო.