Loading data...
ირანმა ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფაში მდებარე ნავთობის გადამმუშავებელ ქარხანაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანმა ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფაში ნავთობის გადამმუშავებელ ქარხანაზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰაიფაში ნავთობის გადამმუშავებელ ქარხნებში აფეთქებები ირანული ბალისტიკური რაკეტის განეიტრალების შემდეგ ჩამოვარდნილმა ფრაგმენტებმა გამოიწვია. დაშავებულია 4 ადამიანი.

როგორც ისრაელის სამხედროები აცხადებენ, სანაპირო ქალაქში არსებულ ობიექტებზე პირდაპირი დარტყმა არ მომხდარა.

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი ელი კოენი აღნიშნავს, რომ თავდასხმის შედეგად „ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მნიშვნელოვანი ზიანი არ აღინიშნება“.