Loading data...
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ირანი არ არის მზად აშშ-თან პირისპირ მოლაპარაკების ახალი რაუნდისთვის

„ირანი არ არის მზად აშშ-თან პირისპირ მოლაპარაკების ახალი რაუნდისთვის“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საედ ხათიბზადემ განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არ არის აშშ-თან პირისპირ მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის, რადგან ვაშინგტონი არ აპირებს უარი თქვას ძირითად საკითხებში „მაქსიმალისტურ“ მოთხოვნებზე.

საედ ხათიბზადეს განცხადებით, თეირანი ვაშინგტონს გამდიდრებულ ურანს არ გადასცემს.

მისი თქმით, ორ მხარეს შორის კონტაქტი იყო, მაგრამ ირანს სურს ჩარჩო შეთანხმების საბოლოო შეთანხმება, ვიდრე პირისპირ მოლაპარაკებები შედგება.

მისი თქმით, „აშშ-მა უნდა გაიგოს და გაითვალისწინოს ჩვენი შეშფოთებები“, მათ შორის ირანზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.