Loading data...
ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანული ძალები ელოდებიან ამერიკელი ჯარისკაცების სახმელეთო შემოსვლას, რათა მათ ცეცხლი გაუხსნან

მტერი საჯაროდ მოლაპარაკებებზე მიანიშნებს, ფარულად კი სახმელეთო შეტევას გეგმავს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ბაგერ ყალიბაფმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ „15-პუნქტიანი სიით ადგენს თავის სურვილებს და ცდილობს, მიაღწიოს იმას, რასაც ომში ვერ მიაღწია“.

„ირანის ძალები ელოდებიან ამერიკელი ჯარისკაცების სახმელეთო შემოსვლას, რათა მათ ცეცხლი გაუხსნან“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა ომის დაწყებიდან 30-ე დღესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ მიმართვაში.

ირანის კაპიტულაციასთან დაკავშირებით საუბრისას კი მან არაბულ ენაზე აღნიშნა, რომ თეირანის გზავნილი „ნათელია და ქვეყანა დამცირებას არ შეეგუება“.