1774769981
კონფლიქტები
ირანი ისრაელის სამხრეთ ნაწილზე თავდასხმას აგრძელებს - THE TIMES OF ISRAEL
ისრაელის სამხრეთით სირენების ხმა კვლავ გაისმა. ირანი რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას აგრძელებს. ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL გვაწვდის.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ცნობები, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
ცნობისთვის, ირანმა ისრაელის სამხრეთ ნაწილს, 29 მარტის ღამეს, რამდენჯერმე დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება მოახერხეს.