Loading data...
„ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანმა ლიბანში მომხდარი აფეთქებების გამო, ისრაელზე „სისხლიანი შურისძიების“ პირობა დადო

„ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ჰაშიმ საფი ალ-დინმა პირობა დადო, რომ ლიბანში 17-18 სექტემბერს მომხდარი აფეთქებების გამო, ისრაელზე შურს იძიებენ.

როგორც ალ-დინმა საჯარო გამოსვლისას თქვა, შურისძიება იქნება „სისხლიანი“ და ისრაელი „საუცხოოდ დაისჯება“. 

ცნობისთვის, ლიბანში ბოლო ორი დღის განმავლობაში „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერები და პორტატული რაციები მასობრივად აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და ასობით ადამიანი დაშავდა.

ოფიციალურ ისრაელს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.