Loading data...
„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტი დაკეტა

„ჰამასის“ შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სამხრეთით მდებარე კერემ შალომის სასაზღვრო გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე რაკეტების გაშვებაზე პასუხისმგებლობა აიღეს და განაცხადეს, რომ ისრაელის ჯარებს უმიზნებდნენ. 

საპასუხოდ ისრაელმა განაცხადა, რომ ხურავს გადასასვლელს, რომელიც ეგვიპტის საზღვართან ახლოს მდებარეობს და არის ერთ-ერთი იმ გზათაგან, რომელიც აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ღიაა.

„დაახლოებით 10 სარაკეტო გასროლა დაფიქსირდა რაფას გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან კერემ შალომის ტერიტორიისკენ. კერემ შალომის გადასასვლელი ამჟამად ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებისთვის დაკეტილია“, - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.