„ჰამასი“ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისთვის ემზადება

ისრაელმა კატარის ხელისუფლებისგან შეტყობინება მიიღო, რომ „ჰამასი“ ამჟამად, ცეცხლის შეწყვეტისთვის ემზადება. ამის შესახებ THE TIMES OF ISRAEL ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
როგორც აღმოჩნდა, დოჰაში ინტენსიური მოლაპარაკებების ფონზე, გარდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გაცემისა, „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც მსჯელობს.
„შეთანხმების მიღწევა რეალური და შესაძლებელია, მხოლოდ ერთი საკითხი რჩება რისკის ქვეშ - ისრაელის თავდაცვის ძალების ტერიტორიიდან გაყვანა, რაზეც ნეთანიაჰუმ თანხმობა უნდა თქვას“, - იუწყება კატარის მედია.
თავის მხრივ, „ჰამასი“ პრეტენზიას გამოთქვამს, რომ ისრაელი არასერიოზულად ეკიდება მოლაპარაკებების საკითხს და პროცესს აფერხებს.
„პრობლემა მოლაპარაკებების დეტალებში არ არის, პრობლემა ისრაელის არასერიოზული დამოკიდებულებაა. მათი დელეგაცია კატარში არასანდოა და ნელა მუშაობს. ნეთანიაჰუ პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც შეთანხმების შესახებ რეალობას არ ასახავს“, - აცხადებს „ჰამასის“ წარმომადგენელი ჟურნალისტებთან.