Loading data...
ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა - Reuters

ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და მედიკოსების ცნობით ავრცელებს.

ისრაელს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ისრაელმა და „ჰამასმა“ მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულეს ერთმანეთი.