Loading data...
გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 119 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 119 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსებმა ყველაზე აქტიურად შეუტიეს დონბასის ორი მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი იუწყება.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის რეზიუმეშია ნათქვამი, მოწინააღმდეგემ 5 სარაკეტო და 105 საჰაერო დარტყმა განახორციელა, უკრაინს ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე. გარდა ამისა, ღამით რუსეთის ფედერაციამ უკრაინის მასშტაბით 13 „შაჰედი“ გაუშვა.

„კუპიანსკის მიმართულებითუკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს 9 თავდასხმა. ლიმანის მიმართულებით დამპყრობლის მიერ განხორციელებული 7 შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის მაკიივკას, ნევსკის და სერებრიანსკის სატყეო მეურნეობაში და დონეცკის ოლქის რაიონებში.

ბახმუტის მიმართულებით ჯარისკაცებმა მოიგერიეს 27 თავდასხმა ლუგანსკის ოლქის ბილოგორივკას, კლიშჩიივკასა და ანდრიივკას დასახლებებზე.

ავდეევკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს 34 თავდასხმა. ნოვოპავლოვსკის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას დონეცკის ოლქის კრასნოგორივკას და ვოდიანეს დასახლებებში, სადაც ოკუპანტმა 16-ჯერ სცადა უკრაინული ჯარების თავდაცვის გარღვევა.

ორეხოვოს მიმართულებით, ოკუპანტმა 5-ჯერ შეუტია უკრაინის დამცველების პოზიციებს.

ხერსონის მიმართულებით, ოკუპანტი არ თმობს თავის განზრახვას, დაარტყას უკრაინულ ქვედანაყოფებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ასე რომ, გასული დღის განმავლობაში მან 11 წარუმატებელი შეტევა განახორციელა.

გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 13 პერსონალის კონცენტრაციის ზონას და მოწინააღმდეგის 3 საკონტროლო პუნქტს დაარტყეს. სარაკეტო ძალების ნაწილებმა დააზიანა 1 საკონტროლო პუნქტი და მოწინააღმდეგის 2 საარტილერიო ქვედანაყოფი“, - აცხადებენ გენშტაბში.